ჩვენი პარტიის მხარდამჭერები “ევროპულ საქართველოს“ ეძახიან გწმპ-ს პარტიას, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებს.
„მემგონი, „ევროპული საქართველო“ გაბრაზებულია არჩევნების შედეგების გამოცხადების დღიდან და შესაბამისად, როგორც ჩანს, უკვე გარეთ ამოფეთქა ამ სიბრაზემ. ამ სიბრაზის ობიექტი მხოლოდ მე არ ვარ, ხშირად არიან ჟურნალისტები, სხვა პოლიტიკოსები და ა.შ.
გიგი უგულავას მაგდენი ლოგიკა ესმის, რომ როდესაც პარტიიდან ვინმე მიდის, დარჩენილს (გირჩი)2 არ უნდა უძახო. ამას უბრალოდ შეგნებულად აკეთებენ. ჩვენი პარტიის მხარდამჭერები “ევროპულ საქართველოს“ გწმპ-ს პარტიას ეძახიან. გიგი წერეთლის მამის პარტიას, მაგრამ მე ხომ ეთერში არ ვიძახი?“, – განაცხადა ხვიჩიამ „ტვ პირველის“ ეთერში.
ცნობისთვის, მანამდე, სანამ იაგო ხვიჩია ეთერში შევიდოდა, „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა: „ჩვენ არა გირჩი 2-სგან“ და არც ალეკო-გისმენიდან, არამედ ოცნებისგან ველოდებით წინადადებებს“.










