fbpx
20/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

პოლიტიკურ სპეკულაციებზე უარი უნდა თქვან მათ, ვინც ამით არის დაკავებული და მხარი დაუჭირონ ჩვენს ინიციატივას – ხუნდაძე

20:13 July 6, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
794
ნახვა

„ბევრი პირობის გამო – რომ უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, შევინარჩუნოთ არსებული ეპიდვითარება, არჩევნები ჩავატაროთ მშვიდ გარემოში და ასევე, არჩევნების შემდეგ არ მოგვიწიოს პანდემიის კიდევ უფრო მეტად გამწვავების რეჟიმში ცხოვრება, ვფიქრობ, რომ პოლიტიკურ სპეკულაციაზე, მათ, ვინც ამით არის დაკავებული,  უარი უნდა თქვან  და დაგვიჭირონ ექიმებს მხარი ამ ინიციატივაში“,- ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

დიმიტრი ხუნდაძემ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონპროექტის შესახებ და მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შესახებ ისაუბრა. მან კოლეგებს კანონპროექტის მხარდაჭერისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„თხოვნა მექნება, რომ ასეთ შემთხვევაში, უფრო მეტად დაგვიჯერეთ ხოლმე ექიმებს. როცა საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონი გამოგვქონდა, იქაც გვქონდა ჩვენ  მოსაზრება, როცა იყო დაჟინებული მოთხოვნა, რომ კონკრეტული ვადა და თარიღი დაწესებულიყო და ეს განისაზღვრა 15 ივლისით, მაგრამ იქვე ვამბობდით, რომ ეს პერიოდი არ იქნებოდა საკმარისი და ალბათ, უპრიანი იყო, რომ ეს ვადა ყოფილიყო პანდემიის არსებობის პერიოდით. მაგრამ ვითვალისწინებთ არსებულ ვითარებას, ასევე, ვითვალისწინებთ იმას, რომ წლის ბოლოსთვის იქნება უკვე შემდეგი მოწვევის პარლამენტი. მათაც დავუტოვოთ პასუხისმგებლობა და ვფიქრობ, რომ იმ პერიოდისთვის მათი გადაწყვეტილებაც იქნება შესაბამისი, მაგრამ ჩვენი ყველას სურვილია, რომ პანდემიის რეჟიმში ამ დროისთვის უკვე აღარ გვიწევდეს ყოფნა, თუმცა, რეალობა ცოტა განსხვავებულია, ვიდრე მე იმედს გამოვთქვამ. კარგია, როცა ჩვენს ქვეყანაში იმედის მომცემია და ეპიდემიოლოგიური  სურათი არის პოზიტიურად განვითარებადი, განსხვავებით, სხვა ქვეყნებისგან, არადა სხვა ქვეყნებში უკვე შეინიშნება მეორე ტალღის შესაძლო განვითარება. არაერთ ქვეყანაში უკვე შეინიშნება დაინფიცირების მზარდი ტენდენცია, და ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე გამოიყენა ისევ აკრძალვის რეგულაციები. ამიტომ ვფიქრობ, ძალიან ბევრი პირობის გამო, ის, რომ უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, ის, რომ შევინარჩუნოთ არსებული ეპიდვითარება, ის, რომ არჩევნები ჩავატაროთ მშვიდ გარემოში და ასევე, არჩევნების შემდეგ არ მოგვიწიოს პანდემიის კიდევ უფრო მეტად გამწვავების რეჟიმში ცხოვრება, ვფიქრობ, რომ პოლიტიკურ სპეკულაციაზე იმ ადამიანებმა, ვინც ამით არის დაკავებული, უნდა თქვან უარი და დაგვიჭირონ ექიმებს მხარი ამ ინიციატივაში“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.​

 

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770
სიახლე

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766
საზოგადოება

ოქროს სესხი

September 5, 2023
781

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია