„ჩვენი პასუხისმგებლიანი პოლიტიკით მოვიგებთ ამ არჩევნებს და გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ მომავალი 4 წლის შემდეგ საქართველო იყოს კიდევ უფრო ძლიერი და გამთლიანებული“,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საარჩევნო კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, იგი წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართული იქნება.
„განურჩევლად ასაკისა და თანამდებობისა ვიქნებით ბოლომდე ჩართული იმისთვის, რომ ხელისუფლებაში შევძლოთ იმ ხაზის გაგრძელება, რაც დავიწყეთ 2012 წელს. ეს არის კვლავაც ერთად ბრძოლა საქართველოს წარმატებისთვის, ეკონომიკური კეთილდღეობისთვის და რაც მთვარია, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის, რადგან დემოკრატიის მშენებლობა ჩვენ გვიწევს ოკუპაციის პირობებში. ჩვენი პასუხისმგებლიანი პოლიტიკით მოვიგებთ ამ არჩევნებს და გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ მომავალი 4 წლის შემდეგ, საქართველო იყოს კიდევ უფრო ძლიერი და გამთლიანებული“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.
ცნობისთვის, დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
ნახეთ, მაჟორიტარი კანდიდატების სრული სია.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.










