ჩვენი პოზიცია არის ის, რაც არის. სხვისი განცხადების გამო ხომ არ შეიცვლება ჩვენი პოზიცია. ჩვენ, „ევროპული საქართველო“ ასე ხომ არ ვიქცევით, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.
„თუ ირკვევა, რომ ბოიკოტი ეფექტურად დასრულებულია, ახლა ჩვენს პოზიციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აღარ ექნება, არც თავს ვიტყუებთ, არც თქვენს მოტყუებას ვცდილობთ“, – განაცხადა ბოკერიამ.
ბოკერიას თქმით, სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების საკითხი არარელევანტურია.
„ამაზე იმდენჯერ მაქვს შეფასებები გაკეთებული, არარელევანტური საკითხია დღეს. იმდენჯერ მაქვს მოსმენილი ეს განცხადება, რომ არ მიმაჩნია რელევანტურად ამაზე ყურადღების გამახვილება“, – განაცხადა ბოკერიამ.










