“ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა მიიღო გადაწყვეტილება და ყოველგვარი კითხვის დასმის გარეშე დაგვიდგა მხარში, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
მისი შეფასებით, აშშ-ის ამ გადაწყვეტილებამ გააბათილა მოსაზრებები, რომ სტრატეგიული პარტნიორი საქართველოს საბიუჯეტო დაფინანსებას არ გამოუყოფდა.
შეგახსენებთ, საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისგან $132 მილიონზე მეტს მიიღებს. ეს გათვალისწინებულია ამერიკის 2021 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში, რომელსაც დონალდ ტრამპმა ხელი უკვე მოაწერა.











