„დღეს არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე დარგის სპეციალისტები კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ადამიანების შეშვებას სტადიონზე“ – ამის შესახებ კახა კალაძემ „პოსტვ სპორტის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება სპეციალისტებმა საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით მიიღეს.
ამ გადაწყვეტილების მიღება მარტივი ნამდვილად არ იყო. თუმცა, დღეს არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე დარგის სპეციალისტები კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ადამიანების შეშვებას სტადიონზე. ისევ და ისევ, ეს ახსნილია რა თქმა უნდა არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობით და უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობაზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა ქართველ ფეხბურთელებს მოახლოებულ შეხვედრაში წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ თამაშის დღეს თითოეული გულშემატკივარი მათ გვერდით იქნება.
„რა თქმა უნდა სამწუხაროა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საფეხბურთო მატჩი, რომელიც საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი გადამწყვეტი და უმნიშვნელოვანესია მაყურებლის გარეშე გაიმართება, თუმცა მინდა ჩვენს ბიჭებს ვუთხრა, რომ მთელი საქართველო ფეხზე დგას, გულშემატკივრობს მათ და ჩვენი სახლებიდან მივაწვდენთ ხმას თითოეულ ფეხბურთელს. დარწმუნებული ვარ მათაც კარგად აქვთ გააზრებული თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს შეხვედრა“, – აღნიშნა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ უეფას ერთა ლიგის ფლეი-ოფის პირველი მატჩი საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებებს შორის 8 ოქტომბერს, „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე გაიმართება.











