„დღეს ჯანდაცვის ჯანდაცვის სამინისტროს მიეცა დავალება, რომ უახლოეს დღეებში სრულ მზადყოფნაში იყოს 3000 საწოლი. იმისთვის, რომ თუ შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება მათ შეეძლოთ სწრაფად და ეფექტურად მკურნალობა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა.
პრემიერის თქმით, ამ დროისთვის პანიკის საფუძველი არ არსებობს.
„დღეს ჯანდაცვის ჯანდაცვის სამინისტროს მიეცა დავალება, რომ უახლოეს დღეებში სრულ მზადყოფნაში იყოს 3000 საწოლი. იმისთვის, რომ თუ შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება მათ შეეძლოთ სწრაფად და ეფექტურად მკურნალობა. ასე რომ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეის მდგომარეობით მიუხედავად იმისა, რომ რაოდენობა ინფიცირებულების იზრდება ჩვენ სრულად ვფლობთ და ვმართავთ ამ სიტუაციას, არანაირი საფუძველი პანიკის არ არის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში 544 აქტიური ინფიცირებული პაციენტია, აქედან გამომდინარე არსებობს გონივრული ვარაუდი, რომ შესაძლოა ინფიცირებულთა რიცხვი 2500-ით გაიზარდოს.











