ბრიტანეთში კორონავიურსის იმუნოლოგიის კონსორციუმმა ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვითაც მეცნირებმა აღმოაჩინეს, რომ იმუნური უჯრედების რეაქცია COVID-19-ზე ინფიცირებიდან 6 თვის განმავლობაში არის აქტიური. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, კვლევაში 100-მა კოვიდინფიცირებულმა მიიღო მონაწილეობა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ T-უჯრედების რეაქცია სიმპტომიან პაციენტებს გაცილებით მაღალი ჰქონდათ, ვიდრე უსიმპტომოებს. T-უჯრედი არის იმუნური უჯრედი, რომელიც ვირუსით ინფიცირებულ უჯრედებს უტევს.
კვლევის პირველადმა შედეგებმა აჩვენა, რომ T-უჯრედების პასუხი შესაძლოა ანტისხეულების რეაგირებაზე დიდხანს გაგრძელდეს, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა უნდა იქონიოს COVID-19-ის ვაქცინის შექმნის პროცესსა და იმუნიტეტის შესახებ წარმოებულ კვლევებზე.
ჯერჯერობით უცნობია, ნიშნავს თუ არა ეს უკეთეს დაცვას რეინფიცირებისგან.











