შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ამჟამად ძარცვისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი – 1991 წელს დაბადებული ჯ.ქ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, ბათუმში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, ქალაქ ბათუმში, ყოფილ მეუღლეს -1991 წელს დაბადებულ ლ.დ.-ს. არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ოჯახის ერთი წევრის მიერ არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
პოლიციამ ყოფილი მეუღლის მიმართ ჩადენილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით ბათუმში ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ამჟამად ძარცვისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი – 1991 წელს დაბადებული ჯ.ქ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, ბათუმში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, ქალაქ ბათუმში, ყოფილ მეუღლეს -1991 წელს დაბადებულ ლ.დ.-ს. არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.ოჯახის ერთი წევრის მიერ არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
Posted by შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia on პარასკევი, 04 სექტემბერი, 2020











