დაბა მესტია და ლენჯერი 2 სექტემბრიდან გაიხსნება. ინფომრაციას ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გვერდი ავრცელებს.
„კოვიდ 19-თან ბრძოლაში ვინარჩუნებთ თანმიმდევრულ მიდგომას და ეტაპობრივ ვხსნით: საბავშვო ბაღებს და თეატრებს 1-ლი ოქტომბრიდან, სკოლებს და კინოთეატრებს 15 სექტემბრიდან, დაბა მესტიას და ლენჯერს 2 სექტემბრიდან“,- ნათქვამი გავრცელებულ ინფორმაციაში.
სვანეთი ეპიდემიოლოგიური სიტუციის გამო 10 აგვისტოს ჩაიკეტა. ამ დრომდე სვანეთში ტესტირება მუდმივ რეჟიმში ტარდება.











