fbpx
10/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

„დაჩქარებულად გააკეთა დასკვნები“ – „ოცნება“ აბაზოვს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

11:44 July 23, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.2k
ნახვა

„ქართული ოცნება“ არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ მარნეულის ყოფილი მერის, თემურ აბაზოვის „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში ყოფნა გადაწყვეტილია. როგორც მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა ილია ნაკაშიძემ „პრაიმტაიმნიუსთან“ განაცხადა, აბაზოვის სიაში ყოფნასთან დაკავშირებით, პარტიაში საუბარი საერთოდ არ ყოფილა.

„აბსოლუტურად არასწორი ინფორმაციაა. პროპორციული სია ჯერ არ არსებობს, ის დამუშავების სტადიაშია, კონსულტაციები გავლილი არ არის ყველა სავარაუდო კანდიდატთანაც. ვფიქრობ, მან ცოტა დაჩქარებულად გააკეთა დასკვნები.

საუბარი არ ყოფილა, რომ აბაზოში, შესაძლოა, „ოცნების“ პროპორციულ სიაში იყოს და უფრო მეტს გეტყვით, ეს სია, სავარაუდოდ, სექტემბრის პირველ დეკადაში იქნება. ამიტომ დრო ძალიან ბევრი გვაქვს. შეიძლება, ვიღაცას სურვილი აქვს და თავის რენომეს იწევს ამით, ეს სხვა ამბავია, ამიტომ ნამეტანი მაგას არ დაუჯეროთ. აბაზოვთან დაკავშირებით, პარტიაში საუბარი საერთოდ არ ყოფილა“,- განაცხადა ნაკაშიძემ.

ინფორმაციისთვის, მარნეულის ყოფილმა მერმა თემურ აბაზოვმა განაცხადა, რომ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პროპორციულ სიაში იქნება.

„იყო შემოთავაზება „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან და მიღებულია. დავთანხმდი, საინტერესო სამუშაო იქნება, უარი არ მითქვამს“,- განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ აბაზოვმა.

შეგახსენებთ, 2018 წლის 13 ივნისს მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბზოვი ელჩინ ალახვერდიევის მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობის ბრალდებით დააკავეს, რის გამოც მან თანამდებობა დატოვა. საბოლოო ჯამში, რუსთავის საქალაქო სასამართლომ მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

თეგები: თემურ აბაზოვი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

თემურ აბაზოვი არ აკეთებს კომენტარს, მიიღებს თუ არა “ოცნების” გარეშე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას 

July 29, 2020
804
პოლიტიკა

თემურ აბაზოვის საკითხი არც განხილულა – გია ვოლსკი

July 23, 2020
820

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია