პროგრამისტ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორის, დავით გუმბერიძის განმარტებით, მიხეილ რამიშვილთან დაკითხვა დაძაბულად მიმდინარეობდა. ამის შესახებ ან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგროც პროკურორი ამბობს, მიხეილ რამიშვილი განგებ აჭინურებდა დაკითხივს პროცესს.
„ყველა კითხვა დაისვა საქმესთან მიმართებაში. უმეტესი კითხვა, რაც დავით ფურცხვანიძეს უკავშირდებოდა ჩვენ მიხეილმა დაგვიდასტურა, მაგრამ იყო კითხვები, რაც არ ახსოვდა. დაკითხვა საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში ჩატარდა, რადგან მიხეილი ცდილობდა პასუხებზე თავის არიდებას და განგებ აჭიანურებდა სიტუაციას ემოციური გამოსვლების გამო. ადვოკატს მეტი ვალდებულება გააჩნია, რომ ითანამშრომლოს გამოძიებასთან“,- განაცხადა პროკურორმა.
მისივე თქმით, მიხეილ რამიშვილმა დაადასტურა, რომ დავით ფურცხვანიძე ტელეფონის კონტაქტებში ჩაწერილი ჰყავდა როგორც „ყარაბაღი.
„დღეს დაგვიდასტურა, რომ 8 სექტემბერს ჩაწერილი ჰყავდა დავით ფურცხვანიძე, რომელიც უგზავნიდა ფოტოსურათებს. მან განგვიმარტა, რომ როდესაც ამ ადამიანს ესაუბრებოდა, გაარკვია, რომ მას კვლევები ჩატარებული ჰქონდა მათ შორის ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ამიტომ დარჩა განცდა, რომ ყარაბაღად უნდა ჩაეწერა კონტაქტებში“,- განაცხადა პროკურორმა.
ცნობისთვის, სატელიტის ფოტოებთან დაკავშირებით დღეს ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები, მიხეილ რამიშვილი და ეკა ქობესაშვილი გამოიკითხნენ.











