დანია შეზღუდვების შემსუბუქებას 6 მაისიდან გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
ქვეყანაში გაიხსნება სკოლები. ასევე, აღდგება შიდა სივრცეში ღონისძიებების ჩატარების უფლება. გაიხსნება კინო-თეატრები, სპორტული და საკონცერტო დარბაზები.
შესვლის მსურველებმა ტესტზე უარყოფითი პასუხი ან კოვიდ პასპორტი უნდა წარმოადგნინონ, რომელიც აჩვენებს, რომ მათ ვაქცინა გაკეთებული აქვთ.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე დანიაში კორონავირუსის 253,673 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაცვლილთა რაოდენობა 2,490-ს შეადგენს.











