მე დავბრუნდები ბრიუსელში და ყველაფრის შესახებ მოვახსენებ შარლ მიშელს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა განაცხადა.
„ზოგიერთ მონაკვეთში მიღწეული იყო მნიშვნელოვანი პროგრესი, სხვადასხვა ასპექტში პრეზიდენტ მიშელის მიერ დატოვებულ ექვსპუქნტიან გეგმასთან დაკავშირებით, ეს მისასალმებელია და ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოხდეს კრიზისთან დაკავშირებული ამ საკითხების მოგვარება. რაც შეეხება სხვა საკითხებს, ამაზე ნაკლები წინსვლა იყო. დავრბუნდები ბრიუსელში და ამ ყველაფრის შესახებ მოვახსენებ პრეზიდენტ მიშელს“, – აღნიშნა კრისტიან დანიელსონმა.
პოლიტიკურ ოპონენტებს შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.
ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის შეთანხმება ვერ შედგა.
შეხვედრა მხარეებს შორის, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მიმდინარეობდა 9 საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა.











