შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე აბიტურიენტებს და მათ გულშემატკივრებს მოუწოდებს, სიფრთხილე გამოიჩინონ.
იგი აბიტურიენტის გულშემატკივრებს სთხოვს მათ სახლში დაელოდონ.
„როგორც უკვე მოგახსენეთ, სპეციალური სარეზერვო სივრცეები გვაქვს იმისთვის, რომ დანარჩენი 9 აბიტურიენტი მაქსიმალური უსაფრთხოების დაცვით და რეკომენდაციების შესაბამისად, რაც მოგვეწოდება, ამ სივრცეებში განვათავსოთ. რაც შეეხება ნამუშევრების გასწორებასა და მათ დამუშავებას, ამ კუთხითაც წინასწარ ისედაც ვაპირებდით, რომ ნაშრომებს გაევლო რამდენიმედღიანი კარანტინი, ვინაიდან ეს იყო რეკომენდაცია. ამ კარანტინის შემდეგ ცხადია, ხელთათმანის, პირბადის, ფარის გამოყენებით დაამუშავებენ, დაასკანერებენ ჩვენი ოპერატორები ამ ნამუშევრებს.
ასე, რომ ამ კუთხითაც პრობლემა არ გვექნება. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია აბიტურიენტებს და მათ გულშემატკივრებს მოვუწოდოთ, რომ სიფრთხილე გამოიჩინონ, როდესაც შეუძლიათ და ეს დისკომფორტს არ უქმნით, გამოიყენონ პირბადე. ასევე, კიდევ ერთხელ მივმართავ გულშემატკივრებს, რომ დაელოდონ აბიტურიენტებს სახლში“,-განაცხადა გორგოძემ.
აბიტურიენტს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა გამოცდაზე 7 ივლისს იმყოფებოდა











