fbpx
14/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

დარღვევები “მთის კურორტების განვითარების კომპანიაში” – აუდიტის სამსახური ანგარიშს აქვეყნებს

10:27 April 30, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
788
ნახვა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, “მთის კურორტების განვითარების კომპანიამ” მიმწოდებელთან ბაზრის კვლევის გარეშე, 122,581 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა, რომელშიც რამდენიმე მნიშვნელოვანი მომსახურების დეტალური სპეციფიკაცია განსაზღვრული არ იყო.

აღსნიშნავია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ 2018-2019 წლების შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა. შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, კომპანია მომსახურების მიღება-ჩაბარების ეტაპზე მოკლებული იყო შესაძლებლობას, ემსჯელა მიღებული მომსახურების სისრულესა და ხარისხზე.

“აღნიშნული გარემოებების გამო, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ასევე, ვერ შეძლო მოეპოვებინა მტკიცებულებები გაწეული ხარჯების ეკონომიურობასთან დაკავშირებით. კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობაზე დროულად არ განახორციელა რეაგირება და ოთხ ხელშეკრულებაში არ შეიტანა ცვლილებები სათანადო დასაბუთებით, შესყიდვების სააგენტოსთან და საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით. ხოლო ერთ შემთხვევაში ვადის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო შესყიდვების სააგენტოსთან და საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების გარეშე, ვალდებულების შესრულების ვადის ამოწურვიდან 148 დღის შემდეგ“, – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

ანგარიშში შინოს საბაგიროს ფარეხის მშენებლობაზეცაა საუბარი:

„დარღვევებით წარმოებული მშენებლობა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან სამ თვეში გახდა ექსპლუატაციისათვის გამოუსადეგარი, რის გამოც კომპანიას მოუხდა განმეორებითი შესყიდვების განხორციელება დაზიანებული შენობის რეკონსტრუქციის მიზნით. კომპანიამ თავდაპირველი მშენებლობისა და შემდგომი რეკონსტრუქციის სამუშაოები აწარმოა წინასწარი სამშენებლო ნებართვებისა და მშენებლობის წარმოების ეტაპების სავალდებულო საექსპერტო შეფასებების გარეშე, რითაც შექმნა განსაკუთრებული მნიშვნელობის შენობა-ნაგებობის (V კლასის) სათანადო ფუნქციონირებასთან დაკავშირებული რისკები“, – ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2018-2019 წლებში სამშენებლო და სანებართვო პირობების დარღვევისთვის კომპანიაზე დაკისრებული მნიშვნელოვანი მოცულობის ჯარიმები მიუთითებს, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული დაჯარიმების საფუძვლების აღმოფხვრა კომპანიისათვის არ არის პრიორიტეტული, მიუხედავად ასეთ სამუშაოებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი რისკებისა.

ასევე ანგარიშში ასახულია, საწვავის ხარჯვის და ლიმიტების ბრძანებების ნაკლოვანებები.

“დიზელის რეზერვუარებში საწვავის მიღებისა და საწვავის ბარათებიდან ხარჯვაზე არასათანადო კონტროლის მექანიზმების გამო, კომპანიაში განხორციელდა საწვავის დაუსაბუთებელი და არამიზნობრივი ხარჯვა. კომპანიაში საწვავის ლიმიტების დადგენის შესახებ დირექტორის ბრძანებები შედგენილი იყო არასრულად და ხარვეზებით. ცალკეულ შემთხვევაში ლიმიტები განსაზღვრული იყო კომპანიის რეალურ საჭიროებებზე ნაკლები ოდენობით. ასევე, კომპანიაში დანერგილი კონტროლის მექანიზმების სისუსტის გამო, საწვავის დადგენილი ლიმიტის გარეშე ხარჯვა არ არის დასაბუთებული და იძლევა არამიზნობრივად გამოყენების საშუალებას.

კომპანიაში არ რეგულირდებოდა რეზერვუარებიდან საწვავის გაცემის მიზნობრიობა. ასევე, რეზერვუარებზე პასუხისმგებილი პირის დანიშვნის ბრძანებებში 2019 წლის 23 ივლისამდე არ იყო გაწერილი რეზერვუარიდან საწვავის გაცემის აღრიცხვის წესი. აღნიშნული მარეგულირებელი აქტების არარსებობამ და კონტროლის მექანიზმების სისუსტემ გამოიწვია დიზელის რეზერვუარიდან საწვავის გაცემის არასრული აღრიცხვა და დაუსაბუთებელი ხარჯვა“, – ნათქვამია ანგარიშში.

თეგები: აუდიტის სამსახური

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

რესპუბლიკურ საავადმყოფოში აუდიტის სამსახური შევიდა

June 24, 2021
785
საზოგადოება

მთის კურორტებისთვის გამოყოფილი 22 ტონა საწვავი თანამშრომელმა მიითვისა

April 30, 2021
827

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია