“დარწმუნებული ვარ გავიმარჯვებთ ფოთის მერის არჩევნებში, მაგრამ ამავე დროს, თუ „ქართული ოცნება“ დარჩება ხელისუფლებაში, „ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს“ და „თევზი თავიდან ყროლდება“, – ამის შესახებ ფოთში ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატმა გიგი უგულავამ ფოთის საკრებულოს სიის წარდგენისას განაცხადა.
,,თვითმმართველობის არჩევნებზე ბევრი გეგმა მაქვს ჩვენს კოლეგებთან ერთად ფოთთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ გავიმარჯვებთ მერის არჩევნებში, მაგრამ ამავე დროს თუ „ქართული ოცნება“ დარჩება ხელისუფლებაში „ერთი მერცხალი გაზაფხულს ვერ მოიყვანს“ და „თევზი თავიდან ყროლდება“. პრობლემა არ არის მხოლოდ ფოთში, პრობლემა არის თბილისშიც, იქ ზის ოლიგარქი, რომელმაც მიიტაცა სახელმწიფო.
ის თანხები, რომელიც ჩვენმა სახელმწიფომ ვერ მიიღო იმის გამო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა, უნდა მოხმარებოდა იმას, რომ გვქონდეს ნორმალური სასამართლო ქვეყანაში, ნებისმიერი ხელისუფლება ჩადის შეცდომას და აქვს მიდრეკილება დაჩაგროს რიგითი მოქალაქე, სწორედ ამიტომ გვჭირდება სასამართლო“, – აღნიშნა გიგი უგულავამ.










