ძლიერი წვიმის შედეგად მოვარდნილმა წყალმა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში საჯარო სკოლა დატბორა.
უხვმა ნალექმა შენობის პირველი სართულზე საკლასო ოთახებსა და საპირფარეშოებში შეაღწია.
სკოლის დირექტორის, გიორგი ბუღრიძის ინფორმაციით, შენობაში წვიმის წყალთან ერთად, სოფელში მდებარე ბიზნესმენ ცაძიკიძეების კუთვნილი ტბებიდან გადასული ნიაღვარიც შევარდა.
„ინფრასტრუქტურა ძალიან დაგვიზიანდა და სასწრაფოდ აღდგენა სჭირდება. ჯერჯერობით, დასახმარებლად არავინ ჩამოსულა“, – განაცხადა ბუღრიძემ.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის, იოსებ ქარუმაშვილის განმარტებით, შესაბამისი დავალება სკოლის დასახმარებლად მისმა წარმომადგენელმა უკვე მიიღო.
„დავავალე ჩემს წარმომადგენელს, რომ ადგილზე გაეცნოს ვითარებას და სკოლას რა დახმარებაც სჭირდება, ადგილზე აღმოვუჩინოთ“, – განაცხადა ქარუმაშვილმა.
ძლიერი წვიმის











