„რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი ლევან ბერძენიშვილისა და თამარ კორძაიას მიერ პარტიის დატოვებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
დავით ბერძენიშვილმა ლევან ლევან ბერზენიშვილს საზოგადოებრივ, ხოლო თამარ კორძაიას პოლიტიკურ ასპარეზზე წარმატებები უსურვა.
„თამარ კორძაიამ, აგრეთვე ლევან ბერძენიშვილმა დაასახელეს პარტიიდან გასვლის საკუთარი მოტივი- ამ შემადგენლობით ფრაქციის შექმნას არ ვეთანხმებოდითო და უმცირესობაში აღმოვჩნდით პარტიაშიო. ანუ, უფრო ტექნიკურ საკითხს შეეხნენ.
წარმატებებს ვუსურვებ ლევანს საზოგადოებრივ და თამარს პოლიტიკურ ასპარეზზე. მადლობა ორივეს რესპუბლიკურ პარტიაში გატარებული წლებისთვის. ჟურნალისტებს გაცნობებთ, რომ სხვა კომენტარს არ გავაკეთებ.”, – წერს დავით ბერძენიშვილი.
ლევან ბერძენიშვილი, პარტიის გარდა, პოლიტიკიდანაც წავიდა – „უსაქმოდ არ დავრჩები!“











