დავით დარჩიაშვილი დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურაში დაიბარეს. ყოფილი დეპუტატი ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად წერს.
„მიბარებენ პროკურატურაში გარეჯის საქმეზე. ვაპირებ ავუხსნა, რომ ესაა ვიშინსკის სტილის საქმე: აი, ძველ სპეცებს მრეწველობაში რომ საბოტაჟს აბრალებდნენ კომუნისტების შეკვეთით, ისეთი”, – წერს დავით დარჩიაშვილი.
დარჩიაშვილის გამოკითხვაზე დაბარების ფაქტი „პრაიმტაიმნიუსთან” პროკურატურამ დაადასტურა.
დარჩიაშვილი საგამოძიებო უწყებაში ხვალ, 3 თებერვალს, 12:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.











