„თუ გვინდა განსხვავებული საარჩევნო სისტემა, უნდა ჩამოყალიბდნენ ჩვენი ოპონენტები, რასაც ითხოვდნენ შემდეგ იმის მიღებაზე მხარს არ გვიჭერენ.“ – ამის შესახებ განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“.
„იმ საარჩევნო სისტემას, რომელსაც ყველა დიდი აღფრთოვანებით მივესალმებით, მე მაინცდამაინც დიდი აღფრთოვანებით არ შევხვედრილვარ ამ საარჩევნო სისტემას და მაქვს ჩემი არგუმენტები.
გამომდინარე იქიდან, რომ ეროვნულ დონეზე პროპორციული საარჩევნო სისტემა აბსოლუტურად ანეიტრალებს იმ რისკს, პირობითად ვამბობ, რაც შერეულ მაჟორიტარულ სისტემას აქვს.
აქედან გამომდინარე, რეგიონულ დონეზე იქნებოდა თუ არა სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემა ეს არ იყო ქვეყნისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი.
მე ასე მგონია, მით უმეტეს ჩვენ მუნიციპალიტეტები დონეზე გვაქვს შერეული საარჩევნო სისტემა და დავტოვოთ მაშინ“, – განაცხადა დავით გაბაიძემ.
„თუ გვინდა განსხვავებული საარჩევნო სისტემა უნდა ჩამოყალიბდნენ ჩვენი ოპონენტები, რასაც ითხოვდნენ შემდეგ იმის მიღებაზე მხარს არ გვიჭერენ“- განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემა "თავისუფალ სივრცეში".
Posted by აჭარის ტელევიზია • Ajara TV – საზოგადოებრივი მაუწყებელი on ოთხშაბათი, 01 ივლისი, 2020











