„მე ვერ გეტყვით, მე თვითონ არ ვარ კარტოგრაფი, ამიტომ ამ რთულ სამეცნიერო დეტალებში შესვლა გამიჭირდება, თუმცა ის, რომ ადამიანებს სრულიად აბსურდული ბრალდება წაუყენეს და იქ არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია, დადასტურებით შემიძლია გითხრათ”, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, საბა ბუაძემ ივერი მელაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
“დავით გარეჯი ნამდვილად საქართველოა და ჩვენთვის ამ ტერიტორიის ეს ნაწილი სადავო ნამდვილად არ არის, თუმცა სამწუხაროდ, აზერბაიჯანთან ეს პროცესი არ არის ბოლომდე მიყვანილი. კარგი იქნება თუ ხელისუფლება საკუთარ ძალისხმევას ამ მწვავე საკითხების მოგვარებას დაუთმობს და არა საქართველოში პოლიტიკური დევნის გაძლიერებას“, – განაცხადა საბა ბუაძემ.
დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა განაცხადა, რომ დავით გარეჯის კომპლექსის საქართველოსთვის კუთვნილების საფუძველი არ არსებობს.











