დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულები დღეს დაზუსტებულ ბრალს ეთანხმებიან.
როგორც ივერი მელაშვილის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა განაცხადა, საბრალდებო მუხლში არაფერი შეცვლილა, ბრალის ფორმულირებას კი ორი სიტყვა ჩაემატა.
„ბრალდებაში ჩაემატა ორი სიტყვა „სხვისი დავალებით“ მოქმედება. ვისი დავალებით, რა მტკიცებულებებია და ა.შ. ჩვენთვის ეს არის მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განცხადება. ამ ეტაპისთვის ჩვენ სხვა მტკიცებულებები არ გვაქვს. ალბათ, თუ რამეა მოპოვებული, ორ დღეში გადმოგვცემენ. ივერი მელაშვილი კატეგორიულად არ ეთანხმება ბრალდებას, მიუღებელია მისთვის ეს ყოველივე. მტკიცებულება, რომელიც რაიმე ბრალდებას ან ვინმესთან კავშირს დაადასტურებს, ჩვენთვის არც აქამდე იყო და დარწმუნებული ვარ, არც ახლა იქნება”,- განაცხადა ედუარდ მარიკაშვილმა.
დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების წინასასამართლო სხდომა 28 იანვარს არის ჩანიშნული.











