დავით გარეჯის საქმეზე შესაძლოა წმინდა სინოდის სხდომა ჩაინიშნოს.
აღნიშნულთან დაკავშირებით მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგი ჯამდელიანმა ჟურნალისტებთან დღეს მცხეთაში ისაუბრა.
ეპისკოპოსი მიმდინარე გამოძიებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ბრალეულობის დადგენა გამოძიების პრეროგატივაა.
„შესაძლოა იმსჯელოს, ეს არის გამოძიების პრეროგატივა, მე ვერაფერს გეტყვით, დაგვანახებს დრო და მომავალი“, – აღნიშნა ეპისკოპოსმა გიორგი ჯამდელიანმა.











