ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, რომელმაც ქართულ მხარეს დავით გარეჯთან დაკავშირებული რუკების დედნები გადასცა, პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული.
გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ ბიზნესმენის მიერ ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში გაკეთებული განცხადების გამო, დავით ხიდაშელი საგამოძიებო უწყებაში დამატებით გამოკითხვაზე უკვე დაბარებულია.
შეგახსენებთ, ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა გადაცემა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ მას 2019 წელს ბიძინა ივანიშვილი დაუკავშირდა და უთხრა, რომ საქართველო – აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები შეიქმნა. ხიდაშელის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით ივანიშვილმა მას რუკის მოძიება სთხოვა.











