ე.წ სატელიტის ფოტოების საქმეზე დაკავებულ დავით ფურცხვანიძეს ორიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
როგორც პროკურორმა დავით გუმბერიძემ ბრიფინგზე განაცხადა, გამოძიებისთვის ცნობილია, რომ იგი ქვეყნის დატოვებას აპირებდა.
„დ.ფ.-ს წარედგინება ბრალდება დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 3691-ე მუხლის I ნაწილით და ამავე კოდექსის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორიდან ექვს წლამდე ვადით. დაკავებულს ბრალად ედება მძიმე დანაშაულის ჩადენა, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას. გამოძიებისთვის ცნობილია, რომ იგი აპირებს ქვეყნის დატოვებას და უკვე შეძენილი აქვს ავიაბილეთი, ასევე საზღვარგარეთის ერთ-ერთ ბანკში გააჩნია ანგარიში, რომელზეც სისტემატიურად ახდენს სხვადასხვა თანხების აკუმულირებას, რაც ბრალდების მხარეს აძლევს დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ დ.ფ. აპირებს ქვეყნის დატოვებას, რათა თავი აარიდოს სისხლის სამართლებრივ პასუხიმგებლობას, რის გამოც ბრალდების მხარე იშუამდგომლებს სასამართლოს წინაშე მისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების თაობაზე,“ – განაცხადა პროკურორმა.











