fbpx
20/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

დავით თვალაბეიშვილი – ელექტროენერგიაზე იმპორტი გონივრულ ფარგლებში უნდა ხორციელდებოდეს, დღეს არსებული 35 პროცენტი საგანგაშოა

20:36 April 23, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
784
ნახვა

რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობისა და ელექტროენერგიის მიღების დივერსიფიკაციის აუცილებლობაზე გამახვილდა ყურადღება საჯარო ონლაინ დისკუსიაში, რომელიც ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს სახელით გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა და ევროპარლამენტის წევრმა, ვიოლა ფონ კრამონმა.

დისკუსიაში, რომელიც საქართველოს ელექტროენერგეტიკის განვითარების შესაძლებლობებსა და მიმდინარე სამთავრობო რეფორმებს მიეძღვნა, აქცენტი გაკეთდა რუსეთისგან ქვეყნის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობის მნიშვნელობასა და ამ მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე.

„საქართველო საკმაოდ რთულ რეგიონში მდებარეობს. ჩვენი ზოგიერთი მეზობლისთვის ენერგია არის პოლიტიკური იარაღი. ჩვენ ასე განსაზღვრავთ საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას – ჩვენი ქვეყნის დამოკიდებულება იმპორტულ ელექტროენერგიაზე 10-15 პროცენტზე მეტი არ უნდა იყოს. კარგად გვესმის, რომ ვერასდროს შევძლებთ, დავიკმაყოფილოთ ჩვენი მოთხოვნა ელექტროენერგიაზე 100 პროცენტით, მაგრამ იმპორტი გონივრულ ფარგლებში უნდა ხორციელდებოდეს. ამჟამად ეს მაჩვენებელი არის 35 პროცენტი, რაც საგანგაშოა,“ – განაცხადა დავით თვალაბეიშვილმა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ევროპას ერთიანი ენერგოსისტემა აქვს, რომელშიც ევროკავშირის ყველა ქვეყანაა ჩართული, ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად, რომ ქვეყნებს უნდა გააჩნდეთ საკუთარი მოხმარების 100 პროცენტის დაკმაყოფილების შესაძლებლობა, ანუ უნდა ჰქონდეს გენერაციის საშუალებები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში უნდა აკმაყოფილებდეს თავის მოხმარებას. ყველას ჰქონდეს 100 პროცენტით თავისი გენერაციის შესატყვისი ინფრასტრუქტურა,“ – აღნიშნა დავით თვალაბეიშვილმა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველო, რომელიც ევროპის ენერგეტიკული საზოგადოების წევრია 2017 წლიდან, დიდ ყურადღებას უთმობს საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმირებასა და მარეგულირებელი ბაზის ევროპულთან ჰარმონიზაციას. გარდა ამისა, დავით თვალაბეიშვილის თქმით, საქართველო, ევროკავშირთან თანამშრომლობით, მუშაობს საქართველოს ენერგეტიკული ქსელის ინტეგრაციაზე საერთო ევროპულთან და ინტენსიურად ამუშავებს შავი ზღვის ფსკერზე ელექტროგადამცემი კაბელის მშენებლობის სტრატეგიულ პროექტს.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და ქვეყნის ენერგოსექტორის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს მეგობრებს ევროკავშირიდან და სხვა ქვეყნებიდან, რომელთაც მსგავსი საკითხების მოგვარების წარმატებული გამოცდილება აქვთ,“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770
სიახლე

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766
საზოგადოება

ოქროს სესხი

September 5, 2023
781

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია