„ლელოს“ წევრმა დავით უსუფაშვილმა შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელი მოაწერა. ინფორმაციას ამის შესახებ ვროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
ევროკავშირის ოფისში დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ უსუფაშვილმაც – მისი თქმით, შეთანხმებას „ლელოს“ სხვა ლიდერების მსგავსად აწერს ხელს.
ცნობისთვის, “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის პოლიტიკური შეთანხმება შედგა – ორბელიანების სასახლეში შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთა ნაწილმა ხელი მოაწერა.
დოკუმენტს ხელს შემდეგი პოლიტიკოსები აწერენ : დავით ბაქრაძე, ალეკო ელისაშვილი, ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, ვახტანგ მეგრელიშვილი, სალომე სამადაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, ხათუნა სამნიძე და გიორგი ვაშაძე.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობას“, პარტიაში ამბობენ, რომ დოკუმენტზე ხელს ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ მოაწერენ.










