fbpx
28/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

დავით ზალკალიანი მოქალაქეებს კონსტიტუციის 100 წლის იუბილეს ულოცავს

11:25 February 21, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
776
ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი დავით ზალკალიანი საქართველოს კონსტიტუციის 100 წლის იუბილეს ულოცავს.

„ქართული საზოგადოების ისტორიულ მისწრაფებას, მის ევროპულ კუთვნილებასა და იდენტობას ასახავს 1921 წელს მიღებული კონსტიტუცია, რომელიც ორიენტირებული იყო დემოკრატიულ ფასეულობებსა და პრინციპებზე, საქართველოში დემოკრატიული წყობილების დამკვიდრებასა და განმტკიცებაზე. საამაყოა, რომ იმდროინდელ მსოფლიოში, კონსტიტუციის ამ შინაარსით მიღებით, საქართველომ ღირსეულად დაიმკვიდრა პროგრესული დემოკრატიის სახელი და აჩვენა მთელს მსოფლიოს მისი ევროპული იდენტობა.

1921 წელს კონსტიტუციას საფუძვლად დაედო დემოკრატიული რესპუბლიკის შერეული მოდელი – „ფრანგული ტიპის საპარლამენტო დემოკრატიისა“ და „შვეიცარიული უშუალო დემოკრატიის“ პრინციპების შეზავება. დოკუმენტი 17 თავისა და 149 მუხლისაგან შედგებოდა და ქვეყნის პოლიტიკურ წყობად განსაზღვრავდა დემოკრატიულ რესპუბლიკას.

გარანტირებული იყო ქალთა, რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობათა უფლებები; გაუქმდა სიკვდილით დასჯა. ამით საქართველო რიგით მერვე ქვეყანა გახდა მსოფლიოში, სადაც ქალებს არჩევნებში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლება ჰქონდათ. ქედს ვიხრი იმ ადამიანების ხსოვნის წინაშე, ვინც მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდა ამ უაღრესად პროგრესული დოკუმენტის შექმნას.

1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს პირველი თანამედროვე კონსტიტუციის დამტკიცების შესახებ. თუმცა, სწორედ იმ დროს მოხდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია და ქვეყნის პირველმა კონსტიტუციამ მხოლოდ ოთხი დღე იმოქმედა. მაგრამ მას შემდგომ, საბჭოთა ოკუპაციის ხანგრძლივ პერიოდში და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე, ისევე როგორც დღეს, დარწმუნებული ვარ თითოეული ქართველის საამაყოა ჩვენი პირველი კონსტიტუციის პირველი მუხლი – „საქართველო არის თავისუფალი, დამოუკიდებელი და განუყოფელი სახელმწიფო, მუდმივი და უცვლელი ფორმა პოლიტიკური წყობილებისა არის დემოკრატიული რესპუბლიკა““, – ნათქვამია განცხადებაში.

თეგები: დავით ზალკალიანი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ზალკალიანი: ინფორმაცია, თითქოს ევროკავშირი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას განიხილავს დიდი ტყუილია, არანაირი შეჩერების მექანიზმი არ ამოქმედდება

September 29, 2021
840
პოლიტიკა

დავით ზალკალიანი – პრემიერ-მინისტრს გაეროს ტრიბუნიდან ექნება მომავალზე ორიენტირებული გამოსვლა, რა უნდა გაკეთდეს ქვეყნის სტაბილური და დემოკრატიული განვითარებისთვის, ხალხის კეთილდღეობისთვის, აქცენტი გაკეთდება დეოკუპაციის სტრატეგიასა და საქართველოს როლზე რეგიონში

September 24, 2021
780
პოლიტიკა

დავით ზალკალიანი – საბერძნეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრების შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს, ასევე საქართველოს როლს რეგიონში და იმ ფუნქციას, რომელსაც ჩვენი ქვეყანა პრემიერ-მინისტრის ბოლო ინიციატივებით ასრულებს

September 24, 2021
775

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია