fbpx
19/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

დავით ზალკალიანი: პრემიერის ვიზიტით თვისობრივად ახალ დონეზე გადავიდა ჩვენი თანამშრომლობა უკრაინასთან

12:36 August 24, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
767
ნახვა

„პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ ვიზიტი იყო უაღრესად წარმატებული“, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა,  საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, მთავრობის სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტით თვისობრივად ახალ დონეზე გადავიდა სქართველოს თანამშრომლობა უკრაინასთან.

„განხილული იქნა ორმხრივი ურთიერთობების ყველა ძირითადი მიმართულება. მთ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, პოლიტიკური თანამშრომლობის განზომილება, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა. ყველა ეს მიმართულება წარმოადგენს საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად ასპექტებს. ძალიან შედეგიანი საუბრები გაიმართა ყველა ამ თემატიკაზე. უნდა აღინიშნოს, ჩვენი უკრაინელი პარტნიორების შეფასებით, რომლსაც ჩვენც ვიზიარებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტით თვისობრივად ახალ დონეზე გადავიდა ჩვენი თანამშრომლობა უკრაინასთან. პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრისას აღინიშნა, რომ ეს სტრატეგიული თანამშრომლობა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, გამოირჩევა განსაკუთრებული დინამიზმით და ურთიერთობის ინტენსივობით. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ ვიზიტის შედეგებს პრაქტიკულ განზომილებაში უახლოეს პერიოდში ვიხილავთ. უაღრესად პოზიტიური შეფასება მიეცა ჩვენს თანამშრომლობას საერთაშორისო ფარგლებში. განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ასოცირებული წევრების თანამშრომლობაზე სამეულის ფორმატში. დაიგეგმა ერთობლივი ღონისძიებები, რომელიც მჭიდრო კოორდინაციით გაიმართება, რაც იქნება დაკავშირებული ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობების შემდგომი გააქტიურებით და ჩვენი საკითხის აქტუალიზაციით საერთაშორისო ფორუმებში“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანი იყო ასევე ისიც, რომ პრემიერ-მინისტრმა საკმაოდ მაღალი შეფასება დაიმსახურა უკრაინელი პარტნიორების მხრიდან და მისი წვლილი ამ ურთიერთობის განვითარებაში შეფასდა უკრაინის მთავრობის მაღალი ჯილდოთი.

„უნდა აღინიშნოს ასევე ვიზიტის მეორე ნაწილი, რაც დაკავშირებული იყო ყირიმის პლატფორმასთან. ეს არის ახალი პლატფორმა, რომელიც შეიქმნა ჩვენი უკრაინელი პარტნიორების ინიციატივით და რომელშიც მონაწილეობა მიიღო 46 ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებმა – პრეზიდენტებმა, პრემიერ-მინისტრებმა, საგარეო სამთა მინისტრებმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ამ პლატფორმის სესიაზე იყო ძალიან მკაფიო. ზუსტი გზავნილები იყო, რაც არის დაკავშირებული ჩვენს საერთო გამოწვევასთან, ოკუპაციასთან. გამოითქვა ჩვენი მხრიდან პოზიცია, რომ აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის კიდევ უფრო გააქტიურება და არსებული ფორმატების მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენება იმისათვის, რომ დღეს საერთაშორისო დღის წესრიგის დარღვევის ფაქტები იყოს დაუყოვნებლივ სართაშორისო თანამეგობრობის მუდმივი რეაგირების ქვეშ და ამ თვალსაზრისით, ჩვენ მომავალშიც აქტიურად გამოვიყენებთ ყირიმის პლატფორმას და სხვა საერთაშორისო ფორმატებს.

მნიშვნელოვანი იყო ასევე ისიც, რომ ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა საკმაოდ მაღალი შეფასება დაიმსახურა ჩვენი უკრაინელი პარტნიორების მხრიდან და მისი წვლილი ამ ურთიერთობის განვითარებაში იყო შეფასებული უკრაინის მთავრობის საკმაოდ მაღალი ჯილდოთი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

თეგები: დავით ზალკალიანი

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ზალკალიანი: ინფორმაცია, თითქოს ევროკავშირი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას განიხილავს დიდი ტყუილია, არანაირი შეჩერების მექანიზმი არ ამოქმედდება

September 29, 2021
842
პოლიტიკა

დავით ზალკალიანი – პრემიერ-მინისტრს გაეროს ტრიბუნიდან ექნება მომავალზე ორიენტირებული გამოსვლა, რა უნდა გაკეთდეს ქვეყნის სტაბილური და დემოკრატიული განვითარებისთვის, ხალხის კეთილდღეობისთვის, აქცენტი გაკეთდება დეოკუპაციის სტრატეგიასა და საქართველოს როლზე რეგიონში

September 24, 2021
780
პოლიტიკა

დავით ზალკალიანი – საბერძნეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრების შეხვედრისას საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს, ასევე საქართველოს როლს რეგიონში და იმ ფუნქციას, რომელსაც ჩვენი ქვეყანა პრემიერ-მინისტრის ბოლო ინიციატივებით ასრულებს

September 24, 2021
775

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია