fbpx
10/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

დავრეგისტრირდები თუ არ დავრეგისტრირდები, ​რეფერენდუმი ფოთში აუცილებლად შედგება – გიგი უგულავა

21:01 August 31, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
775
ნახვა

მომსახურების სააგენტომ ფოთის მერობის კანდიდატს, გიგი უგულავას გადასცა დოკუმენტი სადაც წერია, რომ მის საკითხს განიხილავს შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტი.

გიგი უგულავა აცხადებდა, რომ მას შსს-ში უარს ეუბნებიან იმ დოკუმენტაციის მიღებაზე, რომელიც აუცილებელია მერობის კანდიდატად საოლქოში დასარეგისტრირებლად.

„ამ დოკუმენტიდან კიდევ უფრო ნათელი გახდა ჩემთვის, რომ ამ გადაწყვეტილებას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არა აქვს. აქაც წერია, რომ დოკუმენტი, რომელსაც მე ვითხოვ, რომელიც კანონით არის საჭირო, ეფუძნება ორ რაღაცას, ანუ, ამ დოკუმენტს შსს ვერ გასცემს პირზე, თუ ამ პირის მიმართ არის დანაშაული დადასტურებული სასამართლოთი, რომელიც ეხება სექსუალურ ძალადობას და ნარკოტიკულ დანაშაულს. შესაბამისად, არც ერთი და არც მეორე არ არის. საქმე, რომელზეც ბატონები საუბრობენ არის 126-ე მუხლი. მე რომ ძიუდოისტი ვცემე, ოღონდ ეს ძალაში არ არის შესული, შესაბამისად ეს ვერც იქნება, მაგრამ სასამართლოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილება ძალაში რომც იყოს შესული, ამ კატეგორიაში ეს არ შედის. 126-ე მუხლი არის მსუბუქი მუხლი და შესაბამისად ვერ იქნება ამის საფუძველი და ვერ იქნება დოკუმენტის არ გაცემის საფუძველი. ამ დოკუმენტიდან კიდევ უფრო ნათლად ჩანს, რომ ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტილება და სამართალთან ამას არანაირი კავშირი არა აქვს.

ეს როგორც მითხრეს არის შუალედური, სავარაუდოდ ხვალ რაღაც ასეთ წერილს მივიღებ, შინაარსს მოგახსენებთ, ვნახოთ რა იქნება. ბუნებრივია, მე ამას გავასაჩივრებ საერთო სასამართლოებში და საერთოდ ამ ნორმას, რომელიც მიმაჩნია უფლების შემზღუდავ ნორმად, წავიღებ აუცილებლად ასევე, საკონსტიტუციო სასამართლოში. ვის თავშიც, ეს იდიოტიზმი და უკანონობა დაიბადა, იმის გასაგონად მინდა ვთქვა, დავრეგისტრირდები თუ არ დავრეგისტრირდები რეფერენდუმი ფოთში აუცილებლად შედგება, “ქართული ოცნება” აუცილებლად დამარცხდება. აქ დავრჩები, ზუსტად ვიმუშავებ ისე, კიდევ უფრო მეტი ენერგიით, როგორც კანდიდატი ვიქნებოდი და კიდევ უფრო გაათკეცებული ენერგიით შევუდგები იმ საქმეს, რასაც ჰქვია “ქართული ოცნების” მმართველობიდან ამოძირკვა, რაც 2 ოქტომბერს დაიწყება, როდესაც რეფერენდუმზე გაფორმდება “ქართული ოცნების” მარცხი,” – განაცხადა გიგი უგულავამ.

ამ თემასთან დაკავშირებით „პრაიმტაიმი“ შინაგან საქმეთა სამინისტრო დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ მოქალაქე გიორგი უგულავაზე ცნობის მოთხოვნის დღესვე გაიცა შუალედური პასუხი, სადაც მას განემარტა რომ – თუ პირის მიმართ დაწყებული იყო სისხლის სამართლებრივი დევნა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში არ არსებობს/ვერ მოიძია ამ საქმეზე განაჩენი, დეპარტამენტი ასეთი პირისთვის სასამართლოს განაჩენის მოძიების მიზნით მიმართავს საგამოძიებო ორგანოს, საქართველოს პროკურატურას, სასამართლოს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის უწყებებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ფოთის სტრუქტურულ ერთეულს, დღეს, ფოთის მერობის კანდიდატმა, გიორგი უგულავამ, მომართა უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობის მისაღებად.  განაცხადის დაფიქსირებისთანავე მომსახურების სააგენტომ მოქალაქე გიორგი უგულავა უფლების ჩამორთმევის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტიდან გამოითხოვა ინფორმაცია და მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება.  მოქალაქე გიორგი უგულავაზე ცნობის მოთხოვნის დღესვე გაიცა შუალედური პასუხი, სადაც მას განემარტა რომ – თუ პირის მიმართ დაწყებული იყო სისხლის სამართლებრივი დევნა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში არ არსებობს/ვერ მოიძია ამ საქმეზე განაჩენი, დეპარტამენტი ასეთი პირისთვის სასამართლოს განაჩენის მოძიების მიზნით მიმართავს საგამოძიებო ორგანოს ,საქართველოს პროკურატურას, სასამართლოს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის უწყებებს. მათგან მოპოვებული ინფორმაციის დამუშავების შემდგომ, როდესაც ამ გზითაც ვერ დასტურდება განაჩენის არსებობა, სააგენტოს აწვდის ინფორმაციას, რომლის საფუძველზეც გაიცემა ცნობა უფლების ჩამორთმევის არქონის შესახებ,“ – განგვიცხადეს შსს-ში.

თეგები: გიგი უგულავა

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

“კარგი 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს ფასი გამოიყვანეს” – გიგი უგულავა ჯარიმაზე

December 1, 2021
988
სამართალი

გიგი უგულავა 3000-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გათავისუფლდა

December 1, 2021
789
სამართალი

გიგი უგულავას საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

December 1, 2021
784

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია