fbpx
24/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

დედაქალაქის ბიუჯეტი 20 მილიონი ლარით იზრდება

20:45 December 8, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
794
ნახვა

თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცეს.

ამ ცვლილებებით, თბილისის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, ფინანსთა სამინისტროდან გამოყოფილი ტრანსფერით, 20 მილიონი ლარით იზრდება. საკითხი საკრებულოს სხდომაზე მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა. მისივე თქმით, ეს თანხა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის დაიხარჯება.

ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების დამტკიცების შემდეგ, დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხებიც განიხილეს და საკრებულოს კრწანისის რაიონის მაჟორიტარ წევრად ლევან ჯაფარიძის უფლებამოსილების ცნობას მხარი დაუჭირეს. ხმის მიცემა ფარული კენჭისყრით ჩატარდა. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ ლევან ჯაფარიძეს წარმომადგენლობითი ორგანოს წევრად არჩევა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა კი საკრებულოს სხდომაზე „მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსების ან/და რეალიზაციის წესში ცვლილების პროექტი წარადგინა. როგორც ცნობილია, ეს წესი 2021 წლის პირველი იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა პანდემიიდან გამოწვეული შეზღუდვების გათვალისწინებით, სრულად ამოქმედების ვადა 2022 წლის პირველ იანვრამდე გადაიდო.

წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესში ცვლილებას მხარი დაუჭირეს. ასევე თბილისის ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების წესში ცვლილებები მიიღეს, რომელიც ტროტუარების და გზების პარამეტრების განსაზღვრას ითვალისწინებს.

საკრებულოს სხდომაზე სიტყვიერი შეკამათება მოჰყვა დამოუკიდებელი დეპუტატის ვახტანგ შაქარიშვილის და ფრაქცია „თბილისის“ წევრების ჯაბა ჯიშკარიანის და ვაჟა ოთარაშვილის განცხადებებს, რომლებმაც დედაქალაქის რამდენიმე უბანში მრავალფუნქციური კომპლექსების განაშენიანებისთვის საკრებულოს თანხმობა გააპროტესტეს. მათ განცხადებებს საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ რევაზ სოხაძემ უპასუხა და არაკომპეტენტური უწოდა.

საკრებულოს სხდომაზე ქონების მართვის სააგენტომ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხები წარადგინა.

 

თეგები: დედაქალაქის ბიუჯეტი

დაკავშირებული სტატიები

დედაქალაქი

საკრებულომ თბილისის 2021 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

December 26, 2020
845

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია