დედაქალაქის მერია 700 ერთეულ მიკროავტობუსს შეისყიდის. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
“გამოვაცხადეთ ტენდერი ახალი მიკროავტობუსების შესყიდვაზე. 700 ერთეული მიკროავტობუსის შესყიდვა განხორციელდება. აქედან 300 ერთეულს შეისყიდის მუნიციპალიტეტი. ეს შესყიდვა განხორციელდება იმ თანხებით, რომელიც კომპანიისგან მივიღეთ.
ის სამასი ერთეული მიკროავტობუსი, რომელიც უკვე ქალაქში გადაადგილდება იყიდა მუნიციპალიტეტმა ბიუჯეტის ფულით და კომპანიას ჩავუდეთ ვალდებულება, რომ ის გამოისყიდდა, მოგვცემდა იმ თანხას რაც გვაქვს გადახდილი და ივნისისთვის უნდა მოხდეს გამოსყიდვა და მიღებული თანხით კიდევ 300 ერთეულ მიკროავტობუსს ვიყიდით”, – განაცხადა კახა კალაძემ.











