fbpx
17/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

დედაქალაქში არაერთი არეალი ქაოტური განაშენიანებისგან დავიცავით – ირაკლი ხმალაძე

12:56 May 18, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
773
ნახვა

დედაქალაქში არაერთი არეალი ქაოტური განაშენიანებისგან დავიცავით, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ „თბილისის ურბანული განვითარების პოლიტიკის“ პრეზენტაციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით, დედაქალაქში მშენებლობა შესაფერის ადგილას, დაგეგმილი ფორმით უნდა განხორციელდეს.

„ჩვენი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება ქალაქის  ქაოტური განაშენიანებისგან დაცვა იყო. ჩვენ არ გავცემთ მშენებლობის ნებართვას, ვიდრე მისი დეტალური დაგეგმარება არ მოხდება. ასეთი დამოკიდებულებით განაშენიანებას ბევრი მნიშვნელოვანი სივრცე გადავარჩინეთ. ერთ-ერთი მათგანია დიღმის ტყე-პარკი, სადაც ტერიტორიები პრივატიზებული იყო, თუმცა, მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენ უკვე გამოვისყიდეთ. იგივე ითქმის კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზეც.  ყველამ კარგად ვიცით იპოდრომზე კორტების მაგალითიც. აქ მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობის მიზნით, დაახლოებით, 10-11 წლის წინ, მიწის ნაკვეთი პრივატიზებული იყო და ჩვენ მისი ადგილმონაცვლეობა მოვახდინეთ. გავიხსენოთ სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაც, ჩვენ აქ მშენებლობის ნებართვა არ გავეცით და სკვერები მოვაწყვეთ. ცნობილია ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის შესახებ გაცემული ნებართვა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იქ სასტუმრო არ აშენდება. ბოლოს კი დიდ დიღომში ანბანის სკვერს გამოვყოფდი. საბოლოოდ,  თითოეული მათგანი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს უჯდება მილიონობით ლარი, მაგრამ ეს არის ის სიკეთე, რაც ჩვენს ქალაქს უნდა შევუნარჩუნოთ“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ვიცე-მერის თქმით, მუნიციპალიტეტი ნებართვებს გასცემს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი სათანადოდ გეგმარება მოხდება.

„დედაქალაქის მასშტაბით, დაუსახლებელ, ინფრასტრუქტურულად მოუწესრიგებელ არეალებზე მშენებლობის ნებართვას გავცემთ დეტალური დაგეგმარების შემთხვევაში. ასეთი ტერიტორიებია: თბილისის ზღვის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიები და სხვ. ჯამში, 11 არეალია, რომელიც გენერალური გეგმით იქნა განსაზღვრული“, – აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

თეგები: ირაკლი ხმალაძეკახა კალაძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

იმდენი საქმე გვაქვს, არ მინდა „ნაცმოძრაობის” სამომავლო გეგმებსა და მიზნებზე დავხარჯო დრო – კახა კალაძე

January 24, 2022
786
მთავარი ამბავი

უკრაინასა და უკრაინელ ხალხს ჩვენი მხრიდან ყოველთვის ჰქონდა, აქვს და ექნება მხარდაჭერა – კახა კალაძე

January 24, 2022
769
პოლიტიკა

რა რუსთავის ციხიდან სააკაშვილის გატაცება? ეს არ არის სერიოზული – კახა კალაძე

December 30, 2021
787

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

January 28, 2024
766

ოქროს სესხი

September 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

September 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

August 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

December 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

December 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

December 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

February 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია