დეკანოზი საბა ჭიკაიძე დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებიოთ აცხადებს, რომ ორიგინალი რუკის მოძიებაში მამა კირიონი, ირაკლი ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილი და დავით ხიდიშელი იყვნენ ჩართული – დეკანოზმა ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.
„როდესაც მამა კირიონმა და ამ საკითხით გულანთებულმა ადამიანებმა დაინახეს, რომ რუკის ასლი საკმარისი არ აღმოჩნდა იმის დასადასტურებლად, რომ ნამდვილად იქ გადიოდა საზღვარი, სადაც ჩვენს რუკაზეა მითითებული, ორიგინალი რუკის მოძიების აუცილებლობა გახდა საჭირო. შემდეგ უკვე, მამა კირიონმა სთხოვა ირაკლი ღარიბაშვილს, ირაკლი ღარიბაშვილმა უკვე მიმართა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ასევე ძალიან დაინტერესდა ამ თემით და დაუკავშირდა დავით ხიდაშელს.
არ ვიცი, როგორ და რანაირად, მან თავისი კავშირებით მოიძია ამ რუკის ორიგინალი, რომელიც ნამდვილად ორიგინალია და ნამდვილად ორმხრივად ხელმოწერილია. დანარჩენი რუკების თუკი რაიმე დამოწმებული ასლი არსებობს, დამოწმებულია სწორედ ორიგინალთან. ეს ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი დოკუმენტია არა მხოლოდ დავით გარეჯის და მიმდებარე ტერიტორიის საზღვრის დასადგენად, რადგან ამ რუკაზე დადგენილია მთელი საქართველოს საზღვარი“,-აცხადებს მამა საბა ჭიკაიძე.











