პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილების მიღებით საქართველომ დემოკრატიული განვითარებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.
„საქართველოს პარლამენტმა სამი მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც საარჩევნო სისტემასთანაა დაკავშირებული და არსებითად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს. 2018 წელს განვახორციელეთ საკონტიტუციო ცვლილება და მივიღეთ ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული კონსტიტუცია და სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილებაც, რომელიც ჩაწერილია კონსტიტუციაში.
დღევანდელი გადაწყვეტილებ,ა რომელიც პარლამენტის წევრებმა უმრავლესობით დააფიქსირეს კენჭისყრაზე არის საქართველოს დემოკრატიული განვითარების და ვალდებულებების შესრულებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. დღევანდელი გადაწყვეტილებით, საქართველომ საერთაშორისო საზოგადოებას და პარტნიორებს კიდევ ერთხელ უჩვენა რომ მზად არის გააძლიეროს დემოკრატია და 2020 წლის ოქტომბერში ჩაატაროს თავისუფალი დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნები“- განაცხადა თალაკვაძემ.
პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღეს.











