„ეს არის ცალსახა პასუხი იმ ოპოზიციური ძალისთვის, რომელიც მთელი ამ დროის განმვლობაში გვაკრიტიკებდა“,- ასე გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა შეკვეთილში დენდროლოგიური პარკის გახსნას.
როგორც თურნავამ თქვა, ეს არის ის, რაც თაობებს დარჩება.
„ეს არის კიდევ ერთი შესანიშნავი ობიექტი, რომელიც შეგვემატება. ძალიან მდიდარი ფლორითა და ფაუნით. საინტერესო ვიზიტორებისთვის, რომლებიც გააძლიერებს ჩვენს ტურისტულ პოტენციალს. შესანიშნავი საჩუქარი და ქველმოქმედების ნიმუში, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გაუკეთა ქართველ ხალხს. ასევე ეს არის ცალსახა პასუხი იმ ოპოზიციური ძალისთვის, რომელიც მთელი ამ დროის განმვლობაში გვაკრიტიკებდა. საბოლოო ჯამში ეს არის ის, რაც თაობებში დაგვრჩება“,- აღნიშნა თურნავამ.











