დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი – ბესარიონ სიმონიშვილი, კოჯორში, იუნკერთა მემორიალს ეწვია და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო. აღნიშნული შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
წყარო იუწყება, რომ დირექტორმა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
„დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ გმირებს, რომელთა თავდადებული ბრძოლის შედეგია, რომ 100 წლის შემდეგ, საქართველო დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფოა. იუნკერთა თავგანწირვა და სამშობლოსადმი სიყვარული სამაგალითოა ჩვენთვის. ასეთი დღეები კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მავთულხლართებით ხელოვნურად გაყოფილი ჩვენი სამშობლო, მშვიდობიანი გზით, აუცილებლად გაერთიანდება და თითოეული დევნილი, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, საკუთარ სახლებში დაბრუნდება“, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.











