სომხეთის საელჩო საქართველოში დეზინფორმაციას უწოდებს გავრცელებულ ცნობებს, რომ თითქოს საქართველოდან აზერბაიჯანში სამხედრო ტექნიკა გადააქვთ.
‼️Հայտարարություն‼️Կարևոր‼️Տեղեկացնում ենք, որ համացանցում շրջանառվող այն տեսանյութը, որտեղ ասվում է, թե Բորժոմիում…
Posted by Վրաստանում Հայաստանի դեսպանություն – Embassy of Armenia to Georgia on პარასკევი, 02 ოქტომბერი, 2020
საელჩო აცხადებს, რომ ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოში საქართველოს უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, ქვეყნის შეიარაღებული ძალების ტექნიკა გადაადგილდება.
სომხეთის საელჩო საქართველოში ყველას მოუწოდებს, თავი შეიკავონ არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებისგან.
„ინტერნეტში გავრცელებული ვიდეო, რომლის მიხედვით ბორჯომში გადაღებული სამხედრო ტექნიკა შეიძლება აზერბაიჯანში გადაიტანონ, სიმართლეს არ შეესაბამება.
ვიდეოში ნაჩვენები სამხედრო ტექნიკა საქართველოს შეიარაღებული ძალებისაა, გადაადგილება კი საქართველოს უსაფრთოხების საკითხებს უკავშირდებოდა.
საელჩო მოგიწოდებთ, არ გაავრცელოთ არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც პანიკის შექმნა და არასასურველი შედეგების გამოწვევა შეუძლია“,- წერია გავრცელებულ განცხადებაში.











