დღეიდან ბელგიამ აფთიაქებში სწრაფი ტესტების გაყიდვა დაიწყო. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ამ ეტაპზე კოვიდ ტესტები მხოლოდ ავტორიზაციის მქონე აფთიაქებში იყიდება და მისი ფასი 7-8 ევრომდე მერყეობს.
სწრაფ ტესტებს მოხმარების ინსტრუქცია მოჰყვება. ტესტზე დადებითი პასუხის შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია და თვითიზოლაცია.
აღნიშნული მიდგომა ქვეყნის ვირუსთან ბრძოლის სტრატეგიის ნაწილია. მისი მიზანი კოვიდის ახალი შემთხვევების სწრაფად იდენტიფიცირებაა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ბელგიაში კორონავირუსის 902,964 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 23,202 ადამიანი.











