დღეიდან ენგურის ცენტრალური ხიდი ორმხრივად გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივები ადასტურებენ.
ადგილობრივების ინფორმაციით, ხიდზე ორმხრივი მიმოსვლა განსაკუთრებული პრობლემების გარეშე არის შესაძლებელი. მანამდე, ხიდს პენსიონრები და ენგურჰესზე მომუშავე საშვიანი თანამშრომლები კვეთდნენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში კომენტარი მოგვიანებით გააკეთდება.
აფხაზური მხარის გადაწყვეტილებით, ენგურის ხიდზე ჰუმანიტარული კორიდორი რამდენჯერმე გაიხსნა.
ავტორი: თეა შონია










