საქართველოში დღეიდან კვების ობიექტები, მათ შორის რესტორნები, ღია სივრცეშიიხსნება.
კვების ობიექტებს საქმიანობა შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით შეეძლებათ. როგორც შრომის ინსპექციაში განმარტავენ, კვების ობიექტებს მოეთხოვებათ თერმოსკრინინგის ჩატარება, მაგიდებს შორის დისტანციის დაცვა, მაგიდასთან არანაკლებ 12 ადამიანის განთავსება, ასევე სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება.
რეგულაციების დარღვევის შემთხვევაში, ფიზიკური პირებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის შემთხვევაში კი – 10 000 ლარის ოდენობით.











