დღეიდან პირბადის გამოყენება ღია სივრცეშიც ისევე სავალდებულო ხდება, როგორც დახურულ სივრცეში. გადაწყვეტილება ამის შესახებ გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს.
ასევე, ღია სივრცეში პირბადის არ გამოყენებაზე ფულადი ჯარიმა დაწესდა.
დღეიდან მოქალაქეები, რომლებიც ღია და დახურულ სივრცეებში პირბადეს არ გამოიყენებენ, 20 ლარით დაჯარიმდებიან.











