„სინოვაკით“ ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია დღეს, 12:00 საათიდან დაიწყება. თავად აცრის პროცესი კი 24 მაისიდან დაიწყება.
„სინოვაკის“ ვაქცინა, „სინოფარმის“ მსგავსად, ინაქტივირებული ვაქცინაა. ოფიციალური მონაცემებით სხვადასხვა ქვეყნისთვის მიწოდებულია 260 მილიონი დოზა „სინოვაკის“ ვაქცინა.
აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად ეწვიეთ ვებგვერდს booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 15 22“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.











