დღეიდან ცესკოში საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრობის მსურველთა განაცხადების მიღება იწყება. შერჩევის შემდგომ არჩეულ წევრებს, კომპეტენციის ასამაღლებელი ტრენინგები ჩაუტარდებათ.
როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, ცესკო საარჩევნო რეჟიმზე უკვე გადაერთო და საარჩევნო კოდექსით გათვაისწინებული პროცედურები საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს.











