19 სექტემბერს ბათუმი-ახალციხის გზაზე ერთი საათით მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, შპს „ზიმო-7“ გეგმავს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ57-კმ68 მონაკვეთზე, კლდის ფერდის ჩამოწმენდას (აფეთქებას მცირე მუხტებით).
სამუშაოთა წარმოების პროცესში, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ამ მონაკვეთზე, 2021 წლის 19 აგვისტოს 12:00 საათიდან 13:00 საათამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობის ამ მონაკვეთზე შეიზღუდება“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.











