დღეს კორონავირუსისგან კიდევ 3 342 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამჟამად გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 55511-ს შეადგენს. ინფორმაცია უკვე განახლდა მთავრობის მიერ შექმნილ გვერდზე.
ამასთან, დღეს ინფიცირების 3 473 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 37 პაციენტი.
ბოლო მანცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2656 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 4878.











