დღეს ახალშეკრებილი პარლამენტის კომიტეტების პირველი სხდომა გაიმართება. კომიტეტები შეიმუშავებენ და დაამტკიცებენ დებულებებს, ასევე დაგეგმილია კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების არჩევა.
სხდომას გამართავს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი.
კომიტეტების თავმჯდომარეების მოადგილეების არჩევის შემდეგ, პარლამენტი 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას მიუბრუნდება.











