განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დღეს პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველთა ტესტირების ბოლო დღეა.
საგამოცდო პროცესი საქართველოს მასშტაბით გახსნილ 59 საგამოცდო ცენტრში მიმდინარეობს. პროცესს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფო გორგოძე საინფორმაციო ტექნოლოგიების კოლეჯში აკვირდებოდნენ.
2020 წლის საშემოდგომო მიღებაზე 12 000-ზე მეტი აპლიკანტია რეგისტირერებული.











