დღეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართება. შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში 14:00 საათზე დაიწყება.
არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერის საკითხი იქნება.
შეგახსენებთ, 16 აპრილს „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ შარლ მიშელის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის ხელმოწერის გადაწყვეტილება მიიღო.











